Tuesday, 28 June 2016

მე-7  დღის  რეფლექსია.
განვიხილეთ  წინა  დღის  დავალებები,  მივიღეთ  გარკვეული  შენიშვნები, ჩასასწორებლად.  გადავედით  ახალი  მასალის  შესწავლაზე  პრეზენტაციის  შეფასება. ვისწავლეთ  drive-ში  ტესტური  კითხვარის  შედგენა  google forms-ში.  შეფასებების  ფოლდერიდან  გადავედით -new-more-google form-untitled form-ავკრიფეთ  ტესტის  სათაური-,,სკოლაში  ყავის  მომხმარებელთა  კლუბი''  შევარჩიეთ  კითხვები  და  ავირჩიეთ  გასაცემი  პასუხებისათვის  ფორმები  როგორიცაა  shot  ansvet,  paragraph, dropd  dovn,  linear  scals,  chekboxes.  დავამატეთ  კითხვები  ,,+''add  question  გამოყენებით.  გადაუგზავნე  კითხვარი  შესავსებად  მეგობარს.  ამის  შემდეგ  გადავამოწმე  მიღებული  პასუხები.ვიმუშავეთ,,ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე ''  ტესტის  გაკეთებაზე  ფორმა  შევინახეთ  drive-შიმივიღეთ დავალება:  კოლაბორაციული  შეფასება  და პრეზენტაციის  შეფასება  შევასრულოთ  რუბრიკებით  და გადაუგზავნოთ  გიორგის.

Sunday, 26 June 2016

მე-6 დღე.  რეფლექსია.
გავაგრძელეთ  ბლოგში  ახალი  გვერდების  დამატება.
 გავხსენით  გვერდი ,,პორტფოლიო".  ვისწავლეთ  კომენტარების  წერა. შევქმენით  გაჯეტი,  სტატიკური  არჩევანის  კონფიგურაციით.   ამის  შემდეგ  დავამატეთ  ახალი  გაჯეტი.   პირადად  მე გავაკეთე  კონფიგურაციით  ,,საჭიროა  თუ  არა  პროექტით  სწავლება?"( დიახ,  არა,  სულერთია,  თავს  ვიკავებ). დავიწყეთ  აქტივობის  ,,პრეზენტაცია-ზე''  ფიქრი.  განვიხილეთ  ერთერთი  პროექტის  მაგალითზე,  პრეზენტაციის  ჩექლისტი.
დავიწყეთ  drive  შესწავლა.  გავხსენით  საქარალდეები:  კურსის  რესურსები,  მოსწავლის  ნიმუში,  სასწავლო  პროექტის  გეგმა,  სურათები,  შეფასებები.  შესწავლილი მასალიდან  გამომდინარე  მივიღეთ  ხუთი  დავალება.ეს  დღე  შეიძლება ჩავთვალოთ  საკმაოდ  დატვირთულად.

Thursday, 23 June 2016

მე 5 დღის  რეფლესია.
წინა  დღის  დავალება  საკმაოდ  შრომატევადი  იყო,  რა  თქმა  უნდა  ცოტა  გაგვიძნელდა.  დავიწყეთ  ჩვენი  ნამუშევრების  წაკითხვა. გვქონდა  ერთმანეთის  მიმართ  შენიშვნები,  შენიშვნები  ქონდა  გიორგსაც.  მან  ჩვენს  მიერ  გადაზავნილი  ნამუშევრები  შეაფასა.  ზოგი  აქო,  ზოგსაც  მოკრძალებული  საყვედური  უთხრა.      ,,დაწერილი  რეფლექსიები მცირეაო''.  ვითვალისწინებ  მის  შენიშვნას  და  ვმჭერმეტყველობ.
  ტრენინგის  მეორე  ნახევარი  დაეთმო პრეზენტაციის  მომზადებას  და  ბლოგზე  ახალი  გვერდის  შექმნას. ეს  პროცესი  უფრო  სახალისო  გამოდგა.  ბოლოს  დავიტვირთეთ  დავალებებით. ასე  დამთავრდა  ტრენინგის  ნაყოფიერი  მე-5  დღე.

Saturday, 18 June 2016

მე-4 დღე.რეფლექსია

გავარჩიეთ წინა დღის დავალება. გავიმეორეთ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ბუკლეტი. ვისწავლეთ ბუკლეტში სურათებისა და ტექსტების ჩასმა და აკრეფა.დავასრულეთ შაბლონის ერთი გვერდი.
დავიწყეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა,გავარჩიეთ სტრატეგიები  განმსაზღვრელი  და განმავითარებელი  შეფასებებისათვის. შევარჩიეთ  საკუთარი  პროექტისათვის  შესატყვისი  მეთოდები. მივიღეთ დავალება შემდეგი დღისათვის.ტრენინგმა  ჩაიარა  წარმატებით.

Thursday, 16 June 2016

მე-3 დღის რეფლექსია

მოვისმინე ბლოგზე მუშაობისათვის ვიდეო გაკვეთილები.შევცვალე ბლოგის დიზაინი. წავიკითხე მოდული 2-ის აქტივობა 2. ნაბიი 1 და ნაბიჯი  2. წაკითხული მასალა დამეხმარა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმაში.
ზოგადი კითხვა როგორ დავაკავშირებთ გეომეტრიულ ფიგურებს ბუნებაში არსებულ საგნებთან, მოვლენებთან.
თემატური კითხვები
1.რა შეგრძნებებს იწვევს ჩვენში, ბუნებაში არსებული სიმეტრია.
2.როგორ გამოიყენებდით მათემატიკას ხელოვნებაში, არქიტექტურაში,ბუნებაში, საკუთარი პიროვნებისა და ყოფითი გარემოს შექმნაში.
3. რომელი ფიგურები იწვევს სრულყოფილების შეგრძნებას, სიმეტრიული თუ ასიმეტრიული.
  შინაარსობრივი კითხვები
1.რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ შევასრულოთ საკოორდინატო სობრტყეზე ცენტრული და ღერძული სიმეტრიების მაგალითები.
2.როგორ გარდაქმნას ეწოდება მოცემული წერტილის მიმართ სიმეტრია.
3. როგორ ფიგურას ეწოდება ცენტრულ-სიმეტრიული.
4.როგორ ფიგურას ეწოდება მოცემული წრფის მიმართ სიმეტრიული.
5.ზოგადად წესიერ n კუთხედებს რამდენი სიმეტრია აქვს.(ცენტრული და ღერძული ერთად).
6. დავასახელოთ გეომეტრიული ფიგურები რომელთაც აქვთ ერთი, რამდენიმე, უამრავი სიმეტრიის ღერძი.
6. დავასახელოთ სიმეტრიული საგნები, რომელთაც ჩვენს ირგვლი ვხედავთ.

Thursday, 9 June 2016

დღე 2. რეფლექსია

წავიკითხეთ წინა დღის დავალებები, რაც ძალიან საინტერესო იყო თავისი შინაარსით.პროექტების მრავალფეროვნება კი საინტერესო, რამაც ახალი იდეები გააჩინა. დავიწყეთ ბუკლეტების შექმნაზე მუშაობა. შევედით ბუკლეტის შაბლოში, გავარჩიეთ. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში. ვისწავლე ინფორმაციის გაცვლის, შენახვის, საინტერესო საშუალებები.დღევანდელი  დღე იყო პროდუქტიული.