Saturday, 18 June 2016

მე-4 დღე.რეფლექსია

გავარჩიეთ წინა დღის დავალება. გავიმეორეთ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ბუკლეტი. ვისწავლეთ ბუკლეტში სურათებისა და ტექსტების ჩასმა და აკრეფა.დავასრულეთ შაბლონის ერთი გვერდი.
დავიწყეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა,გავარჩიეთ სტრატეგიები  განმსაზღვრელი  და განმავითარებელი  შეფასებებისათვის. შევარჩიეთ  საკუთარი  პროექტისათვის  შესატყვისი  მეთოდები. მივიღეთ დავალება შემდეგი დღისათვის.ტრენინგმა  ჩაიარა  წარმატებით.

Thursday, 16 June 2016

მე-3 დღის რეფლექსია

მოვისმინე ბლოგზე მუშაობისათვის ვიდეო გაკვეთილები.შევცვალე ბლოგის დიზაინი. წავიკითხე მოდული 2-ის აქტივობა 2. ნაბიი 1 და ნაბიჯი  2. წაკითხული მასალა დამეხმარა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმაში.
ზოგადი კითხვა როგორ დავაკავშირებთ გეომეტრიულ ფიგურებს ბუნებაში არსებულ საგნებთან, მოვლენებთან.
თემატური კითხვები
1.რა შეგრძნებებს იწვევს ჩვენში, ბუნებაში არსებული სიმეტრია.
2.როგორ გამოიყენებდით მათემატიკას ხელოვნებაში, არქიტექტურაში,ბუნებაში, საკუთარი პიროვნებისა და ყოფითი გარემოს შექმნაში.
3. რომელი ფიგურები იწვევს სრულყოფილების შეგრძნებას, სიმეტრიული თუ ასიმეტრიული.
  შინაარსობრივი კითხვები
1.რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ შევასრულოთ საკოორდინატო სობრტყეზე ცენტრული და ღერძული სიმეტრიების მაგალითები.
2.როგორ გარდაქმნას ეწოდება მოცემული წერტილის მიმართ სიმეტრია.
3. როგორ ფიგურას ეწოდება ცენტრულ-სიმეტრიული.
4.როგორ ფიგურას ეწოდება მოცემული წრფის მიმართ სიმეტრიული.
5.ზოგადად წესიერ n კუთხედებს რამდენი სიმეტრია აქვს.(ცენტრული და ღერძული ერთად).
6. დავასახელოთ გეომეტრიული ფიგურები რომელთაც აქვთ ერთი, რამდენიმე, უამრავი სიმეტრიის ღერძი.
6. დავასახელოთ სიმეტრიული საგნები, რომელთაც ჩვენს ირგვლი ვხედავთ.

Thursday, 9 June 2016

დღე 2. რეფლექსია

წავიკითხეთ წინა დღის დავალებები, რაც ძალიან საინტერესო იყო თავისი შინაარსით.პროექტების მრავალფეროვნება კი საინტერესო, რამაც ახალი იდეები გააჩინა. დავიწყეთ ბუკლეტების შექმნაზე მუშაობა. შევედით ბუკლეტის შაბლოში, გავარჩიეთ. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში. ვისწავლე ინფორმაციის გაცვლის, შენახვის, საინტერესო საშუალებები.დღევანდელი  დღე იყო პროდუქტიული.