Thursday, 7 July 2016

მე-9  დღე  რეფლექსია.
ტრენინგი  დავიწყეთ  გადაგზავნილი  პროექტის  გეგმებზე  საუბრით.  ვისაუბრეთ  პროცედურების  სრულყოფაზე.  შემდეგ შევისწავლეთ  ბლოგზე  ვიდეოს  განთავსება.შევედით  youtube-ზე  შევარჩიეთ  ჩვენი  პროექტისათვის  შესატყვისი  ვიდეო,  გავაზიარეთ, ჩემს  ბლოგზე  გავხსენით  new  posts  პოსტის  სათაურის  ველში  შევიტანე  სათაური ,,სიმეტრიის  სილამაზე"    გადავედით html და  ფურცელზე  ჩავსვით     youtube -იდან  მონიშნული მისამართი.  გადავედით compose რეჟიმში  და  მივეცით publish , გადავედით  ბლოგზე , სადაც  გამოჩნდა  ატვირთული  ვიდეო.
ამის  შემდეგ  ვისწავლეთ,  თუ როგორ  უნდა  აიტვირთოს  ვიდეო  youtube- ზე.
შესვენების  შემდეგ  მოვისმინეთ  რუსუდან  ქელდიშვილის  პროექტის  ,,დავეძებ  და ვერ  ვპოულობ" პრეზენტაციას. პროექტი  ეხებოდა  უმუშევრობის  პრობლემას. მან  გაგვაცნო  მიზანი,  გზები  როგორ  უნდა  დაიძლიოს  ეს  პრობლემა,  როგორ  მივიდეთ  შედეგამდე.  მან  კარგად  ,  გასაგებად  მოგვაწოდა  ინფორმაცია  უმუშევრობის  სახეებზე და  დაგვარწმუნა  რომ  უმუშევრობა  დაძლევადია,  სახელმწიფოს  სწორი  ეკონომიკური  პოლიტიკის  ფარგლებში. ისაუბრა  დაწვრილებით  ტავის  პორტფოლიოს  შესახებ.

Saturday, 2 July 2016

მე-8  დღის  რეფლექსია,  რომელიც უნდა  დამეწერა  30  ივნისს.
წავიკითხეთ  წინა  დღის  დავალება,  შეფასების  რუბრიკებთან  დაკავშირებით.  ამის  შემდეგ  შევედი  ჩემს  პორტფოლიოში,  ,,ეთერ  გაბათაშვილი" ,  რომ  გავაზიაროთ,  ანუ  ჩვენი  დოკუმენტი  რომ  ხელმისაწვდომი  იყოს  სხვებისათვისაც  ან  ნახოს  და  კიდეც  შეცვალოს ტრენერმა  გაგვატარა  საფეხურებრივ  ყველა  ეტაპი,  ამავე  დროს  ვაკეთებდით  ჩანაწერსაც. ჩვენი  პორტფოლიო  გავაზიარეთ  ჩვენსავე  ბლოგზე.  ბლოგზე  შევქმენით  კიდევ  ერთი  ახალი  გვერდი  ,,გალერეა",  სადაც  დესქტოპიდან  ჩავსვით  სურათები.ამის  შემდეგ    ფოლდერში ,,კურსის  რესურსები"  ჩავყარეთ  ოთხი  დოკუმენტი:სასწავლო  პროექტის  გეგმა,21-  საუკუნის  უნარჩვევები. ბუკლეტის  შაბლონი,  შეფასების  რუბრიკები,  პორტფოლიოს  ჩექლისტი  და სხვა.  ასევე  ცავყარეთ ფაილები  სხვა  ფოლდერებშიც. შემდეგ  თავიდან  ბოლომდე  გავიარეთ  პროექტის  ეტაპები.  მივიღეთ  დავალება  დავასრულოთ  პროცედურები  სასწავლო  გეგმაში.