Thursday, 7 July 2016

მე-9  დღე  რეფლექსია.
ტრენინგი  დავიწყეთ  გადაგზავნილი  პროექტის  გეგმებზე  საუბრით.  ვისაუბრეთ  პროცედურების  სრულყოფაზე.  შემდეგ შევისწავლეთ  ბლოგზე  ვიდეოს  განთავსება.შევედით  youtube-ზე  შევარჩიეთ  ჩვენი  პროექტისათვის  შესატყვისი  ვიდეო,  გავაზიარეთ, ჩემს  ბლოგზე  გავხსენით  new  posts  პოსტის  სათაურის  ველში  შევიტანე  სათაური ,,სიმეტრიის  სილამაზე"    გადავედით html და  ფურცელზე  ჩავსვით     youtube -იდან  მონიშნული მისამართი.  გადავედით compose რეჟიმში  და  მივეცით publish , გადავედით  ბლოგზე , სადაც  გამოჩნდა  ატვირთული  ვიდეო.
ამის  შემდეგ  ვისწავლეთ,  თუ როგორ  უნდა  აიტვირთოს  ვიდეო  youtube- ზე.
შესვენების  შემდეგ  მოვისმინეთ  რუსუდან  ქელდიშვილის  პროექტის  ,,დავეძებ  და ვერ  ვპოულობ" პრეზენტაციას. პროექტი  ეხებოდა  უმუშევრობის  პრობლემას. მან  გაგვაცნო  მიზანი,  გზები  როგორ  უნდა  დაიძლიოს  ეს  პრობლემა,  როგორ  მივიდეთ  შედეგამდე.  მან  კარგად  ,  გასაგებად  მოგვაწოდა  ინფორმაცია  უმუშევრობის  სახეებზე და  დაგვარწმუნა  რომ  უმუშევრობა  დაძლევადია,  სახელმწიფოს  სწორი  ეკონომიკური  პოლიტიკის  ფარგლებში. ისაუბრა  დაწვრილებით  ტავის  პორტფოლიოს  შესახებ.

No comments:

Post a Comment